სიახლეები
უკან სიახლეებში

პანელური დისკუსია - ახალი სკოლის მოდელი

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი სიპების, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ .

დისკუსია სამი მთავარი მიმართულებით წარიმართა ?

? სარეფორმო პროცესის თეორიული წანამძღვრები✅

? საკადრო უზრუნველყოფა ✅

? დანერგვის პრობლემატიკა და გამოწვევები ✅

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელია სისტემაში სარეფორმო ნაბიჯების უკეთ გასააზრებლად, შესაფასებლად და ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად ✅

სამივე მიმართულების ფასილიტატორებმა ? გია მურღულიამ, არჩილ სუმბაძემ და გიორგი ჭანტურიამ არაერთი პრინციპული და კრიტიკული კითხვა დასვეს და მოსაზრება გამოთქვეს, რაც დღეს ბევრ სკოლის ხელმძღვანელსა და მასწავლებელს აწუხებს.

საინტერესო და ასევე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა ? მაია კობახიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ?ბერიკა შუკაკიძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმონადგენლებმა: ლალი კალანდაძემ, მარიამ ჩიქობავამ და ნიკო სილაგაძემ „ახალი სკოლის" მოდელის გააზრებისა და დანერგვის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს დამსწრეებს?

? საინტერესო, პრინციპული და, რიგ შემთხვევაში, საკმაოდ ცხარე დისკუსია გაიმართა, რომელმაც აჩვენა, რომ ასეთი შეხვედრები ხშირი უნდა იყოს, რათა მკვეთრად განსხვავებული პოზიციების დაახლოება, კონსესუსი და სერიოზულ შეცდომათა თავიდან არიდება შესაძლებელი გახდეს.

? საერთო შეფასებით, „ახალი სკოლის“ მოდელის დანერგვის პროცესში საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო ხშირი, პროფესიულად სანდო და ხარისხიანი უნდა იყოს.

მსგავსი შეხვედრები, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, კვლავ გაიმართება და მომავალში კონკრეტულ მნიშვნელოვან თემებსა და საკითხებზე კონცენტრირდება ✅

მომდევნო დისკუსიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, სწორედ ეს უმაღლესი სასწავლებელი უმასპინძლებს. განხილვა-შეფასების პროცესში აქტიურად ერთვება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი