21 ოქტომბერს, ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრის, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციისა და ბაქსვუდის სკოლის პირველი ერთობლივი პროექტის - „საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში“, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მონაწილე ქართული სკოლების წარმომადგენლებმა ესტონელ კოლეგებს თანამშრომლობის საკუთარი ინიციატივები გაუზიარეს და პროექტების ერთობლივ განხორციელებაზეც შეთანხმდნენ. ბაქსვუდის სკოლას ესტონეთიდან განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილე, რობერტ ლიპინი, და 10 წარმატებული სკოლის დირექტორები სტუმრობდნენ.
მოხარული ვართ, რომ სულ მალე ტარტუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალ პროექტს დავიწყებთ, რომელიც ქართულ სკოლებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას და უნივერსიტეტის დონეზე შესაბამისი სასწავლო კურსის შექმნას მოემსახურება.
ორივე პროექტი ხორციელდება ესტონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.