პროექტები
უკან პროექტებში

დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო

გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა პროცესებმა, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა მისთვის ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. სკოლებს უმოკლეს ვადაში დასჭირდათ გადაწყობა ტრადიციული სასკოლო გარემოდან ვირტუალურ სასწავლო პროცესებზე.

მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებში დისტანციური განათლების ფორმები სწრაფად ვითარდებოდა პენდემიამდეც. განათლების თანამედროვე პარადიგმაში მნიშვნელოვნად გაიზარდა .. „შერეული სწავლების“ (blended learning) როლიცა და ხვედრითი წილიც. პანდემიის ტალღის გადავლისა თუ განმეორების მიუხედავად, განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების დისტანციურმა მოდელმა უფრო აქტიურად დაიწყო დამკვიდრება და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება.

უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ამ პრაქტიკის დიდი ხნის განმავლობაში არსებობისაგან განსხვავებით, ქართული საზოგადოებისათვის ეს სრული ფორსმაჟორი აღმოჩნდა. სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მცდელობებისა და გატარებული ღონისძიებების ნუსხა საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც შინაარსობრივი და ტექნიკური, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ამ პროცესის სწორი და ხარისხიანი მართვის თვალსაზრისით.

ეს ეხება როგორც სწავლა-სწავლების, ისე მშობლებთან კომუნიკაციის, ტექნიკური გამართულობის მხარეებსა და ზოგადად, მთელი პროცესის ადმინისტრირებას. სკოლის დირექტორებისთვის კი, ცალკეული ვებინარებისა და ზოგადი რეკომენდაციების გარდა, არ არსებობს ერთიანი რესურსი, რომელიც კონსოლიდირებულად მიაწოდებდა მათ ინფორმაციას დისტანციური სწავლების სამართავად გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.

ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრა როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე, და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნა პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.

ექვსთვიან პროექტს უკვე მოეწერა ხელი გპფ- დირქტორის ბატონი ზურაბ კერვალიშვილისა და ააიპსაქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“-ის ხელმძღვანელის ბატონი გია მურღულიას მიერ. პროექტი დაიწყება 15 სექტემბერს და დასრულდება 15 მარტს.

სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურცენტრს და ზოგადასანმანათლებლო დაწესებულებას.