ვინ ვართ ჩვენ

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია” 2017 წლის აპრილში დაფუძნდა. მისი შექმნის ინიციატორი,  თანამოაზრეებთან ერთად, იყო  სკოლალოგოსის თანადამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია. ორგანიზაცია ამჟამად საქართველოს ასზე მეტ საჯარო და კერძო სკოლას აერთიანებს.

ასოციაციას უკვე არაერთი პროექტი აქვს განხორცილებელი, მაგალითისთვის რამდენიმეს დავასახელებთ

მისია

ასოციაციის უმთავრესი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა ზოგადი განათლების სფეროში. ორგანიზაცია აერთიანებს სკოლის მოქმედ დირექტორებს, მოადგილეებს, ხარისხის მართვის მენეჯერებს, რომლებიც იზიარებენ  ხედვას, რომ ქართულ სკოლებში აუცილებელია მართვის თანამედროვე პარადიგმების დამკვიდრება. ეს გულისხმობს სკოლის ხელმძღვანელის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, წარმოჩენასა და  სკოლის გააზრებას  სივრცედ, რომელიც საქართველოს  მთავრობის მიერ 2004 წელს მიღებული ფუნდამენტური მნიშვნელობის დოკუმენტის - „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ მიღწევას ემსახურება. ასოციაცია ამ მისიის შესრულებას, ერთი მხრივ, ამ საქმიანობის პოპულარიზაციითა და ახალი, პერსპექტიული მენეჯერების დაინტერესებით გეგმავს, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი სერვისებისა და საგანმანათლებლო პროდუქტების შეთავაზებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქმედ ადმინისტრატორებს მათი საქმიანობის გაუმჯობესებაში.