გია მურღულია
საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი
გია მურღულია საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და 2020 წლამდე გამგეობის თავმჯდომარეა. აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, წლების მანძილზე გახლდათ სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
გახლავთ თბილისის კერძო სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლიდან დღემდე კი, სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელია. 2016-2017 წლებში თბილისის კერძო სკოლა „ჰამილტონის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
გია მურღულია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხს.