პროექტი მიზნად ისახავს მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში, კათედრების სისტემის გაძლიერებას.პროექტის ფარგლებში შეიქმნება სასწავლო რესურსების პირველი კრებული კათედრის ხელმძღვანელებისთვის, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.