ევროპის სკოლის ხელმძღვანელთა ასოციაცია (www.esha.org) კვიპროსის რესპუბლიკაში, ქალაქ ლიმასოლში კონფერენციას “სასკოლო ლიდერობა 2020+: ტენდენციები და გამოწვევები“ მასპინძლობს.
კონფერენციაში მონაწილეობას ევროპის 23 ქვეყნიდან, განათლების ექსპერტები და ლიდერები იღებენ, მათ შორის საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ავთანდილ აბდუშელიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებში სტუმრობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სამომავლო მიზნების დასახვა უკეთესი განათლებისთვის.
დამატებით ინფორმაციას გაეცნობით აქ: https://bit.ly/38227An
შეგახსენებთ რომ, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, 2021 წელს ევროპის სკოლის ხელმძღვანელთა ასოციაციის მიერ გამართულ გენერალურ ასამბლეაზე ოფიციალურად გახდა ევროპული ორგანიზაციის წევრი.