სიახლეები
უკან სიახლეებში

საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტი ლისაბონში

2018 წლის 21-24 მარტს, ლისაბონში საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტი გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს ლიდერები მონაწილეობდნენ. საქართველოს დელეგაცია ასეთი შემადგენლობით წარდგა ფორუმზე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი (დელეგაციის ხელმძღვანელი), საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორი - არჩილ სუმბაძე და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი - მაია კობახიძე.

ღონისძიების მთავარი თემა იყო "მასწავლებელთა საქმიანობის ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები". აღნიშნული თემა სამი ძირითადი მიმართულებით იქნა განხილული:

1. სკოლების საზოგადოებრივი ფუნქცია და თემთან (community) ურთიერთობა;

2. მომავლის პედაგოგიკა;

3. მასწავლებელთა ყოველდღიურობა: სტრესი და მოტივაცია.

სამიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთო თემატურ განხილვებში და ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ფინეთის, პორტუგალიის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების განათლების ლიდერებთან.

ვისაუბრეთ ღირებული გამოცდილების გაზიარებაზე, საერთო გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ვიმედოვნებთ, სამიტის შედეგები მალევე მოგვცემს შესაძლებლობას, ახალი ინიციატივები შევთავაზოთ ჩვენს წევრ დირექტორებსა და სხვა ადმინისტრატორებს.