სიახლეები
უკან სიახლეებში

ტარტუს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი საქართველოში

ბაქსვუდის სკოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ტარტუს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა გამართა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის. აღნიშნული პროექტი სკოლებში საერთაშორისო თანამშრომლობის დონის ამაღლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასახული ეროვნული მიზნების მიღწევას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა გაიზიარეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში მონაწილეობის პრაქტიკა. ტრენინგის ფასილიტატორები იყვნენ: ანზორ ბარკალაია - ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი; ულა კამპი - ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მრჩეველი; ინგა კუკი - ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრის ექსპერტი; ჰეიდი მაიბერგი -ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრის ექსპერტი; თამარ სანიკიძე - განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი, მოწვეული ექსპერტი.

პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან ააიპ "საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია" და შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი". აღნიშნული ტრენინგი ესტონეთის მთავრობის მიერ ხორციელდება და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.