სიახლეები
უკან სიახლეებში

ესტონელი ექსპერტების მეორე სამუშაო შეხვედრა ბაქსვუდის სკოლაში

30-31 მარტს ბაქსვუდის სკოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ტარტუს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა გამართა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის. აღნიშნული პროექტი სკოლებში საერთაშორისო თანამშრომლობის დონის ამაღლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასახული ეროვნული მიზნების მიღწევას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა გაიზიარეს 21- საუკუნის უნარების განვითარების საუკეთესო პრაქტიკა.

პროექტის ადგილობრივი პატრნიორები არიან ააიპ "საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია" და შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი". აღნიშნული ტრენინგი ესტონეთის მთავრობის მიერ ხორციელდება და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.