ევროპის სკოლის ხელმძღვანელთა ასოციაციის რიგებში ჩვენი ყოფნა სასიხარულო და საპასუხისმგებლო ფაქტია, რადგან:
1.ევროპული ასოციაცია ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკის დანერგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, რაც ჩვენც გვაძლევს რეალურ შესაძლებლობას ხელი შევუწყოთ ამ სფეროში ევროინტეგრაციისათვის საჭირო პროცესებს.
2.ევროპულ ასოციაციაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობის გაჩენა ქართული საგანმანათლებლო სივრცისა და განსაკუთრებით, სკოლის ადმინისტრატორებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს.
ასამბლეაზე საქართველოს სკოლის ადმინისტრატორტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ევროპის სკოლის ლიდერებთან ერთად, რიგ საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.