პროექტები
უკან პროექტებში

ტარტუს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი საქართველოში

 ბაქსვუდის სკოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ტარტუს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის. აღნიშნული პროექტი სკოლებში საერთაშორისო თანამშრომლობის დონის ამაღლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასახული ეროვნული მიზნების მიღწევას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები სწავლობენ დასავლურ სკოლებთან თანამშრომლობით როგორ შექმნან საერთაშორისო პროექტები, მოიძონ შესაბამისი დაფინანსება და საერთო ძალებით განახორციელონ ისინი.

პროექტის ადგილობრივი პატრნიორები არიან ააიპ "საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია" და შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი". აღნიშნული ტრენინგი ესტონეთის მთავრობის მიერ ხორციელდება და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.