20 ოქტომბერს, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა სკოლის ადმინისტრატორთა პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:
„ღირებულებებისა და უნარების განვითარება სასკოლო აღზრდის სისტემაში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს ოთხი თემატური მიმართულებით სექციურ ფორმატში. ეს მიმართულებებია: „მიზნისკენ მოძრაობის ალგორითმის გააზრება“, „თავისუფალი ადამიანის აღზრდა“, „დროის მართვის უნარის განვითარება“ და „სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“. თითოეულ ამ თემაზე მომზადდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული სკოლისათვის.
ასოციაცია მადლობა უხდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ღონისძიების მხარდაჭერისათვის.